20
19
online since
დაგვიკავშირდით
+1 (917) 4709281
/
გახდი მძღოლი
დაარეგისტრირეთ თქვენი ტრანსპორტი ჩვენთან, შექმენი მარშრუტები და გაყიდე ბილეთები ჩვენი მეშვეობით

გინდა იმუშაო თავისუფალი გრაფიკით, არ იყო დამოკიდებული სხვაზე, აკეთო ფული სწრაფად და მარტივად?

  • თუ გყავს მიკროავტობუსი ან ავტობუსი
  • თუ ოპერირებ ავტოსადგურებიდან და ატარებ საათებს მგზავრის ძებნაში
  • თუ ყოფილა შემთხვევა საკმარისი რაოდენობის მგზავრები ვერ გიპოვია
  • თუ ოდესმე მაინც გიფიქრია რომ შენი საქმის კეთების მარტივი გზა არსებობს
მაშინ ZoomBus-ი არის სწორედ შენთვის.

რა სარგებელი მექნება ZoomBus-ისგან?

ZoomBus-ი გაძლევს საშუალებას გაყიდო შენი სატრანსპორტო საშუალების ბილეთები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. მინიმალური ძალისხმევით შენ შეგიძლია დაარეგისტრირო შენი სატრანსოპორტო საშუალება სრულიად უფასოდ, აირჩიო სასურველი მარშრუტი (გასვლის ადგილი - ჩასვლის ადგილი) და დანარჩენს შენთვის ZoomBus-ი გააკეთებს. შენ არ მოგიწევს ავტოსადგურებზე საათობით დგომა მგზავრების მოლოდინში, შენი ბილეთების გაიყიდვა დაიწყება მარშრუტის დარეგისტრირებისთანავე, მომენტალურად. გაყიდული ბილეთების შესახებ მოგივა შეტყობინებები და შენი მხრიდან, საჭირო იქნება მხოლოდ წუთებით ადრე გასვლის ადგილზე გამოცხადება.

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე რომ გავხდე მძღოლი?

ZoomBus-ისათვის საჭიროა მხოლოდ ორ პირობას აკმაყოფილებდე:

  • გყავდეს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება (მიკროავტობუსი, ავტობუსი, მინი-ვენი ან სხვ.)
  • გქონდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. (აქტიური სტატუსით, ანუ არ იყოს ჩამორთმეული ან შეჩერებული რაიმე კანონდარღვევის გამო)

როგორ გავხდე ZoomBus-ის მძღოლი?

პირველ რიგში, საჭიროა დარეგისტრირდე მძღოლად და შეავსო რეგისტრაციის გვერდზე ყველა აუცილებელი ველი.

შემდეგ, საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირო ღილაკს „შესვლა“ და გაიარო ავტორიზაცია, რის შემდეგაც აღმოჩნდები რეგისტრაციის პროცესის შემდეგ საფეხურზე. აქ საჭირო იქნება გაიარო 4 ეტაპი (1. პირადი მონაცემები, 2. მართვის მოწმობა, 3. ტრანსპორტის რეგისტრაცია, 4.მარშრუტის რეგისტრაცია). რეგისტრაციის შემდეგ, შენი მართვის მოწმობის მონაცემები გაივლის ვერიფიკაციას, ვერიფიკაციის სტატუსის გვერდზე სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ სადაც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მონაცემები განხილვის პროცეშია, ვერიფიკაცია უარყოფილია თუ დადასტურებულია.

ამ ეტაპის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიად დაარეგისტრიროთ სასრურველი რაოდენობის მარშრუტები და დარეგისტრირებისთანავე თქვენი ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მგზავრებისათვის.

რეგისტრაცია
ღილაკზე დაჭერით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჩვენს წესებს და პირობებს
2
დარეგისტრირებული მძღოლი
8
დარეგისტრირებული მარშრუტი
8
დარეგისტრირებული პარტნიორი
0
გაყიდული ბილეთები